ჩვენ ვართ კომპანია Gepherrini, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ცხოვრების სტილის ბრენდი, რომელიც 2014 წელს დაარსდა. გეფერინი წარმოდგენილია, ქვეყნის მასშტაბით ათამდე საკუთარი ფილიალითა და ექსპორტით 6 ქვეყანაში (ფრანჩიზა), საექსპორტო ქვეყნებია : აშშ, კანადა, ჩინეთი, ქუვეითი, სინგაპური და ყაზახეთი. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ წინსვლას.
გვსურს გაცნობოთ სასიამოვნო სიახლე. გეფერინის ქსელი ფართოვდება! ჩვენი პროდუქციის შეძენა ახლა უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გეფერინის ახალ ფილიალში იქნება შესაძლებელი.
„გეფერინში“ ვეძებთ მოლარე-კონსულტანტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ფილიალში და გთავაზობთ გუნდურ, მეგობრულ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
თუ გსურს, რომ ასეთი ატმოსფეროს შექმნის აქტიური თანამონაწილე იყო და ხარ:
- შრომისმოყვარე;
- პოზიტიური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- აქტიური;
- კომუნიკაბელური;
- მეგობრული ;
- პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული.
გაქვს:
- გაყიდვების სფეროში გამოცდილება;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
იცი:
- უცხო ენა (ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე.
გიყვარს:
- მრავალფეროვანი საქმის კეთება
- ორგანიზება და საკუთარი ხედვის სხვებისთვის გაზიარება
მაშინ შენი მოვალეობა იქნება:
- პროდუქტის მახასიათებლების, ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
- პრიდუქტის ეფექტურად პრეზენტირების უნარი;
- მომხმარებლის მოსმენა, მისი მოთხოვნებისა და საჭიროებების სწორი იდენტიფიცირება;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი;
- სალარო პროცედურების სწორი დაცვა;
- არსებული სტანდარტის მიხედვით პროდუქციის განლაგება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები: თვეში 15 დღე (დღეგამოშვებით)
- ანაზღაურება:
- 800 ფიქსირებული + ბონუსი - საშუალო თვიური ხელფასი 800 - 1100 ლარი (დღის სმენა)
- 1000 ფიქსირებული + ბონუსი - საშუალო თვიური ხელფასი 1000 – 1300 ლარი ( ღამის სმენა )
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4 (დღის სმენა- 2 ; ღამის სმენა - 2)
- მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ, ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია გამოგზავნო შემდეგ მისამართზე: veronika.toidze@gepherrini.ge
ვებ გვერდი: www.gepherrini.com