განვადების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Wishlist.ge
მივლინება: არა ხელფასი: 800
ენები: ინგლისური, რუსული
საბანკო: სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“  აცხადებს ვაკანსიას “განვადების მენეჯერის“ პოზიციაზე.  
სამუშაო ადგილი: თბილისი მოლი 
 
ფუნქცია/მოვალეობები:  
  • მომხმარებლისთვის ონლაინ განვადებაზე მომსახურების გაწევა; 
  • ადგილზე მოსული მომხმარებლის მომსახურება. (განვადების შევსება, გაცემა) 
  • განვადების დოკუმენტების მუდმივად მოწესრიგება და ბანკთან გაგზავნა. 
  
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.  
  • სასურველია 6 თვიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე. 
  
სამუშაო პირობები:  
  • ანაზღაურება: 800 ლარი   
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით. დასვენება ერთი დღე.  
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.  
 
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge  
გთხოვთ, “subject”-ის  გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „განვადების მენეჯერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება! 
 
გისურვებთ წარმატებებს!