ელექტრო მანქანების კატეგორიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Wishlist.ge
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: კატეგორიის მენეჯერი
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“  აცხადებს ვაკანსიას “ელექტრო მანქანების კატეგორიის მენეჯერის“ პოზიციაზე. 
 
ადგილმდებარეობა: თბილისი მოლი 
 
ფუნქცია/მოვალეობები: 
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება; 
  • სარეალიზაციო სივრცეში ელექტრო მანქანების გადანაწილება/განახლება; 
  • ფასების, იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება, სექციის მოწესრიგება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
 
სამუშაო პირობები: 
  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 ლარი  + დამატებითი ბონუსი ინდივიდუალური გაყიდვების შედეგებით  100-დან 550 ლარამდე.
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით, ცვლებში; 
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 დღე კვირაში. 
  • მზარდი ანაზღაურების სისტემა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass-ით სარგებლობა კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის;
  • ფასდაკლება პროდუქციაზე კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge 
გთხოვთ, “subject”-ის  გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ელექტრო მანქანების კატეგორიის მენეჯერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!