კომპანია "MS GROUP" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორატიულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.
კომპანია "MS GROUP" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება
ანაზღაურება : 800 + ბონუსიანად საშუალოდ 1200-1300
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო დარბაზების დაგეგმარება;
- პროდუქციის დალაგების სტანდარტების ოპტიმიზაცია და კონტოროლი;
- სავაჭრო ობიექტების პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტადარტების უზრუნველყოფა;
- პლანოგრამით პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა;
- პარტნიორ ქსელებში გაყიდვების სტიმულირების მიზნით საჭიროებების სწორად დანახვა და უშუალო ხელმძღვანელთან შესაბამისი ინიციატივების დაყენება;
- ქსელში დადგეგმილ ინვენტარიზაციებში მონაწილეობის მიღება;
- ობიექტების ოპტიმალური ნაშთებით უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია APEX -ის ცოდნა;
- სასურველია რომელიმე უცხო ენის ფლობა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა.
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@ms-group.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.
გისურვებთ წარმატებას!