HR ანალიტიკოსი

რუსთავი სრული განაკვეთი ავტოტექნო
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1200
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადამიანური რესურსები: HR ანალიტიკოსი

შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით: 
წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია; 
არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია; 
გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი. 
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში. 
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს! 
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას! 

შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HR ანალიტიკოსი
ადგილმდებარეობა: რუსთავი 
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 
ხელფასი: 800-1200 (NET) 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ორგანიზაციაში დანერგილი სისტემის შესბამისი პროცესების შეფასება და ანალიტიკა; 
  • ორგანიზაზციის სისტემური მართვის მექანიზმების გამართულად მუშაობის უწყვეტი მონიტორინგი - სტრუქტურის, პროცესების, პოლიტიკების, ინსტრუქციების მოქმედებების დაკვირვება და გადახრების გამოვლენა;  
  • სისტემური რეაგირების გეგმის შემუშავება შესაბამის კომპეტენტურ პირებთან ერთად და გეგმის განხოციელების მონიტორინგი (რეგლამენტები, სტატსტიკები და ა.შ.); 
  • სისტემური მექანიზმების განვითარების საჭიროებების მიხედვით, მათი შემუშავების გეგმის შედგენა, შესაბამის კომპეტენტურ გუნდთან ერთად, მექანიზმების შექმნის პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა, მექანიზმების დამტკიცებისა და დროულად დანერგვის უზრუნველყოფა 
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის წარმოება; 
  •  პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • უმაღლესი განათლება (ადამიანური რესურსების მართვის ან ბიზნეს-ადმინისტრირების განხრით); 
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/რუსული B2); 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word) 
 
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დროის ეფექტურად მართვა; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • პუნქტუალურობა.  
  • ჩვენ გავაზობთ: 
  • კარიერული წინსვლა; 
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა; 
  • დაზღვევა; 
კონკურსის ეტაპები:  
  • შესარჩევი სიის მომზადება; 
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან; 
  • გასაუბრება გენერალურ დირექტორთან. 
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@autotechno.ge  და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „HR ანალიტიკოსი“. 
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. 
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! 
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!