სერვისის განყოფილების უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი აგროტექნო
ხელფასი: 1300 - 2000
ენები: ინგლისური
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)

შპს „აგროტექნო“ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიდერ მიმწოდებელ კომპანიას საქართველოს მასშტაბით, რომელიც გთავაზობთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას.

კომპანია მუდმივად სთავაზობს აგრარულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სიახლეებს  ადგილობრივ მომხმარებლებს!


ზრდა-გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს! 

გახდი ჩვენი გუნდის წევრი უსაზღვრო შესაძლებლობებით საქართველოს ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში!


ჩვენ გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!


შპს „აგროტექნო“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის განყოფილების უფროსის პოზიციაზე


ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი)

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 10:00-15:00 (შაბათი)

ხელფასი: 1300-2000 (NET)


ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიღების, აწყობის და ინსპექტირების პროცესის ხელმძღვანელობა;
  • ტექნიკის საგარანტიო მომსახურების ფარგლებში რეგიონული გასვლების/მომსახურების ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
  • ტექნიკის რეალიზაციამდე წინასწარი შემოწმება;
  • ტექნიკის საგარანტიო შემთხვევების აღრიცხვა, შესწავლა და მწარმოებლებთან საგარანტიო შემთხვევების მიწოდება;
  • საგარანტიო შემთხვევების მწარმოებლის მიერ ანაზღაურების და სტატუსის მონიტორინგი;
  • ხელოსნების სამუშაო გრაფიკისა და პროცესის აღრიცხვა;
  • ხელოსნებთან დაკავშირებული არსებული ხარჯების კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება. 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
  • სავალდებულოა ავტო და სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და ნაწილების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).


საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა. 


ჩვენ გავაზობთ:

  • კარიერული წინსვლა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებით უზრუნველყოფა;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა.


კონკურსის ეტაპები: 

  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
  • გასაუბრება გენერალურ დირექტორთან.


გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@at.com.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - “სერვისის განყოფილების უფროსი“.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!