ხელოსანი

თბილისი სრული განაკვეთი აგროტექნო
მივლინება: არა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ხელოსანი (ზოგადი)
შპს „აგროტექნო“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ხელოსანი 

შპს „აგროტექნო“ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიდერ მიმწოდებელ კომპანიას საქართველოს მასშტაბით, რომელიც გთავაზობთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას. 
კომპანია მუდმივად სთავაზობს აგრარულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სიახლეებს  ადგილობრივ მომხმარებლებს! 
 
ზრდა-გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!  
გახდი ჩვენი გუნდის წევრი უსაზღვრო შესაძლებლობებით საქართველოს ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში! 
 
ჩვენ გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას! 

ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი) 
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)  10:00-15:00 (შაბათი) 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიღება, აწყობა და ინსპექტირება; 
  • ტექნიკის საგარანტიო მომსახურების ფარგლებში რეგიონული გასვლები/მომსახურება; 
  • ტექნიკის რეალიზაციამდე წინასწარი შემოწმება; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან დამატებითი პროფესიული დავალებების შესრულება; 
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია საავტომობილო სფეროში მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება (უმჯობესია სასოფლო-სამეურნეო მიმართულება); 
  • სავალდებულოა ავტო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ნაწილების ცოდნა; 
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური და რუსული); 
  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word). 
  • სავალდებულოა მართვის მოწმობა, B კატეგორია. 
 
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • დროის ეფექტურად მართვა; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • პუნქტუალურობა.  
  • ჩვენ გავაზობთ: 
  • კარიერული წინსვლა; 
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა; 
  • დაზღვევა; 
  • საბონუსე სისტემა. 

კონკურსის ეტაპები:  
  • შესარჩევი სიის მომზადება; 
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან; 
  • გასაუბრება გენერალურ დირექტორთან. 
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@at.com.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ხელოსანი“. 
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. 
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! 
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!