1C ადმინისტრატორი

რუსთავი სრული განაკვეთი ავტოტექნო
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1200
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: 1C სპეციალისტი
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით: 
წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია; 
არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია; 
გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი. 
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში. 
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს! 
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას! 
 
შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: 1C ადმინისტრატორი 

ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი 
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი 
ხელფასი: 800-1200 NET 
 
ფუნქცია-მოვალეობები:  
  • კომპანიაში მოქმედი პროგრამის-1C/Balance დანერგვისა და ფუნქციონირების პროცესის უზრუნველოყოფა;  
  • სამუშაო პროცესში პროგრამა 1C/Balance-ში წარმოქმნილი პრობლემის აღმოჩენა/გადაჭრა; 
  • ინფორმაციის  დაცულობაზე ზრუნვა; 
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი და/ან პროფესიული განათლება; 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).   
  • უცხო ენის ცოდნა. 
 
 
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დეტალებზე ორიენტირება; 
  • განვითარებაზე ორიენტირება; 
  • პუნქტუალურობა; 
  • ანალიტიკური აზროვნება. 

ჩვენ გავაზობთ: 
  • კარიერული წინსვლა; 
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა. 

კონკურსის ეტაპები:  
  • შესარჩევი სიის მომზადება; 
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან; 
  • გასაუბრება ფინანსურ მენეჯერთან და გენერალურ დირექტორთან. 
 
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „1C ადმინისტრატორი“. 
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. 
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ! 
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!