ხარისხის მართვის სპეციალისტი

რუსთავი სრული განაკვეთი ავტოტექნო
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1200
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით:
  • წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
  • არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
  • გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.

კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში.
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: რუსთავი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)                                
ხელფასი: 1000-1200 (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის განვითარების, ხედვისა და დასახული მიზნების შესაბამისად, თითოეულ დეპარტამენტში ხარისხის ძირითადი მოთხოვნებისა და პრინციპების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
  • ხარიხის სტანდარტების შესრულების კონტროლის მექანიზმების შემუშავება, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • გამოვლენილი ხარვეზების ანალიზი და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ჩართულობით მათზე მყისიერი რეაგირება; 
  • სისტემური რეაგირების ჭრილში, თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლების პროგრამისა და გეგმის შემუშავება, როგორც შიდა, ისე გარე სასწავლო რესურსებით;
  • გამოვლენილი საკითხების რეგულარული ანგარიშის მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება; 
  • უცხო ენის ცოდნა (რუსული/ინგლისური B2);
  • ამავე პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა (MS Word, MS Excel);

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

ჩვენ გავაზობთ:
  • კარიერული წინსვლას;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობას;
  • დაზღვევას;

კონკურსის ეტაპები: 
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
  • გასაუბრება გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@autotechno.ge  და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ხარისხის მართვის სპეციალისტი“.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!