დამხმარე ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
კომპანია თბილისში აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით.

ძირითადი ფუნქციები:
  • პირველადი დოკუმენტების შექმნა; კონტროლი, დაარქივება;
  • საბანკო გადარიცხვების შესრულება;
  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის წარმოება
  • მთავარი ბუღალტრისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ORIS პროგრამაში/ბალანსში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა( საკომუნიკაციო დონეზე მაინც)

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დისციპლინირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • სისწრაფე და ოპერატიულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად აპლიკანტის გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tsartsidzedarejan@yahoo.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.