კონსულტანტ-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი Merlons
მივლინება: არა ხელფასი: 850 - 950
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
კონსულტანტ-ოპერატორის ვაკანსია

Merlons-ის საქმიანობა ეფუძნება სააბაზანო (და არამარტო) სივრცის მასალების პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

ახალი, დიდი ფორმატის ფილების შოურუმისთვის, ვეძებთ კონსულტანტ-ოპერატორს შემდგომი პირობებით:


სამუშაო განაკვეთი:
  • სრული - ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი. საშუალო ანაზღაურება თვეში 850-950 ლარი.
  • თვეში 6 დასვენების დღე.
  • სამუშაო დრო 10-დან 7-მდე
  • განიხილება 2 კადრის აყვანა არასრულ განაკვეთზე სტუდენტებისთვის ხელშეწყობის მიზნით.
  • არასრული - ფიქსირებული 600 ლარი+ ბონუსი. საშუალო ანაზღაურება თვეში 650-700 ლარი.
  • თვეში 12 დასვენების დღე.
  • სამუშაო დრო 10-დან 7-მდე

მისამართი, ბელიაშვილის 142
6 თვის სტაჟის შემდეგ თვეში 7 დასვენების დღე და კორპორატიული დაზღვევა

 
ფუნქცია მოვალეობები:
  • კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქტის შესახებ მომხმარებლის დეტალური ინფორმირება;
  • გაყიდვების აღრიცხვა პროგრამულად და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
  • პროდუქციის მიწოდების დაგეგმვა და გაყიდვის შემდგომი მომსახურების გაწევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ფლობა სალაპარაკო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

დამატებითი უნარები:
  • განვითარებაზე ორიენტირებული
  • გაყიდვებში გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:
  • გამოცდილების შეძენასთან ერთად ანაზღაურების მატებას
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
  • ეტაპობრივად გამრავალფეროვნებას შესასრულებელი სამუშაოების
  • თქვენ მიერ შემოთავაზებული, საინტერესო იდეების განხილვას გუნდში
  • კორპორატიულ დაზღვევას 6 თვის შემდეგ
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს



დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: office@vitra.com.ge გთხოვთ, მიუთითოთ თანამდებობა „მერლონსის კონსულტანტ-ოპერატორი“.
მერლონსი დაფუძნდა 2011 წელს „შარმი ჯგუფი“-ის მიერ და მალევე პირველი საერთაშორისო ბრენდის VitrA-ს ექსკლუზივი მოიპოვა. კომპანიას მომარაგებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს მასშტაბით, ისეთები როგორებიცაა: Moxy Marriott, Radisson Tbilisi, Holiday inn Telavi, Mcdonald’s, KFC, Best Western Kutaisi, Best western Batumi, Ibis Styles ჰოსტელი ფაბრიკა, გაგუას კლინიკა, შატო ართ ვაინი ართანა, საქართველოს ბანკი, აეროპორტები, იუსტიციის სახლები და ა.შ.

ლოიალური მომხმარებლებისა და წარმატებული დიზაინერების გამოკითხვის შედეგად მიღებული რეკომენდაციებით, უკვე უწყვეტ რეჟიმში ხდება ახალი, განსხვავებული და ტექნოლოგიური ბრენდების პროდუქტების შერჩევა და მიწოდება ბაზარზე.

დეტალური ინფორმაცია ჩვენ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სოც მედიაში: https://www.facebook.com/Merlons.ge https://www.facebook.com/VitraGeorgia

კომპანია „ბი ემ სი შარმ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ბი ემ სი შარმ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებებს!