მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი ჭრელი აბანო
ხელფასი: 650
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი

შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: მიმტანი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე
ანაზღაურება: 650 ₾ -დან (საწყისი, ზრდის პერსპექტივით)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
  • ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
  • სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და მენიუში არსებული პროდუქციის შეთავაზება;
  • ანგარიშსწორების წარმოება;
  • სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • ბარის ინვენტარის გაფრთხილება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
  • ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info.chreliabano@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვაკანსიას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოაგზავნოთ რეზიუმე, თუ სრულად აკმაყოფილებთ მოთხოვნებს.