შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: 700 ლარი (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
- ჯავშნების მიღება და კომპიუტერულ პროგრამაში შეყვანა;
- კომპანიის პროდუქტის შეთავაზება;
- მომხმარებლის სატელეფონო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სავალდებულოა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული მეტყველების უნარი;
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
- მუშაობის მაღალი მოტივაცია;
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info.chreliabano@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვაკანსიას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოაგზავნოთ რეზიუმე, თუ სრულად აკმაყოფილებთ მოთხოვნებს.