შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების
თანამშრომლის (დაცვა) პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: 800 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- აბანოს უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა აბანოს და მის მიმდებარე ტერიტორიებზე;
- მატერიალური ქონების დაცვა;
- უშუალო უფროსის დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- სავალდებულოა მართვის მოწმობა - B კატეგორია
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
- მუშაობის მაღალი მოტივაცია;
- სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info.chreliabano@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვაკანსიას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოაგზავნოთ რეზიუმე, თუ სრულად აკმაყოფილებთ მოთხოვნებს.