შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე
ანაზღაურება: 900 ₾-დან (საწყისი, ზრდის პერსპექტივით)
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთის მიღება და/ან მიმტანის მიერ აღებული შეკვეთის სწრაფად და ხარისხიანად მომზადება;
- სტუმრებისათვის ანგარიშის მომზადება და ნაღდი, თუ უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;
- ბარის მარაგების შევსება სასმლით და სხვა საჭირო ინვენტარით;
- ბარის ინვენტარის გაფრთხილება, არეალის დასუფთავება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
- ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
- გასიყიდი პროდუქციის სათანადოდ განლაგება და შესაბამისი შენახვის წესების დაცვა;
- ბარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- შესაბამისი სერტიფიკატი და/ან ტრეინინგზე დასწრების ცნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info.chreliabano@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვაკანსიას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოაგზავნოთ რეზიუმე, თუ სრულად აკმაყოფილებთ მოთხოვნებს.