შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის თანამდებობაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
- სარელაქსაციო მასაჟის ცოდნა;
- ანტიცელულიტური მასაჟის ცოდნა;
- სამედიცინო მასაჟის ცოდნა;
- ანტისტრესული მასაჟის ცოდნა;
- შოკოლადი/სკრაბით მასაჟის ცოდნა;
- ქართული ტრადიციული ე .წ. ქისა მასაჟის ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მასაჟის შესწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კრიტიკული სიტუაციის მენეჯმენტი, შეზღუდულ დროში მუშაობის უნარი;
- პაციენტებთან ურთიერთობისა და მათი ნდობის მოპოვების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურობა/კოლეგიალობა;
- სამუშაო სივრცის მოწესრიგება/დასუფთავება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info.chreliabano@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვაკანსიას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოაგზავნოთ რეზიუმე, თუ სრულად აკმაყოფილებთ მოთხოვნებს.