გრაფიკული დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი Carrefour Georgia
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.   
„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. 

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში დიზაინერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • ფოტოსურათების გადაღება
  • ფოტოსურათის დამუშავება
  • გრაფიკული დიზაინის შექმნა
  • ანიმაციების შექმნა
  • ვექტორულ და რასტრულ გრაფიკასთან მუშაობ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • Adobe photoshop
  • Adobe illustrator
  • ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე
  • საოფისე პროგრამები
  • კარგი კომუნაკიის უნარი
  • გუნდური მუშაობა

უპირატესობად ჩაითვლება DSLR კამერასთან მუშაობის გამოცდილება და ვიდეო წარმოების მუშაობასთან გამოცდილება

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com  
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „დიზაინერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
 გისურვებთ წარმატბას!