ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ოფიცერი

თბილისი, გურჯაანი, ზუგდიდი, თელავი, მარნეული, ქუთაისი სრული განაკვეთი Swiss Capital
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
საბანკო: ბიზნეს დაკრედიტება
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოდგენილია 27  ფილიალითა და სერვის ცენტრით, 10 დიდ ქალაქში.  კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რაც განპირობებულია ორგანიზაციაში მოქმედი  სწავლებისა და დასაქმებულთა განვითარების კომპლექსური სისტემით. 
მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სვის კაპიტალი“ სტაბილურ კომპანიად შეფასდა და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური კომპანიის ('B'; Outlook Stable) რეიტინგი მიენიჭა;

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ოფიცრის პოზიციაზე  ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი, გურჯაანი, მარნეულისა და თბილისის ფილიალებში.

განცხადების სრული ჩამონათვალისა და ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს:   https://swisscapital.ge/ge/jobs

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
  • კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
  • საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
  • სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
  • საკრედიტო პორთველის მართვა.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
  • ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
 
სხვა მოთხოვნები:
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • მოქალაქეთა მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;  შაბათი: 10:00-16:00.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 06.02.2023 წ.
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ იმ ვაკანსიის/პოზიციის დასახელება და ქალაქი,  რომელზეც აგზავნით განაცხადს.