ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი სადისტრიბუციო კომპანია
მივლინება: არა
ადმინისტრაცია: მონაცემთა დამუშავების ოპერატორი
სადისტრიბუციო კომპანია ოფისლაინი აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო დრო და ადგილი:
  • 5 სამუშაო დღე კვირაში
  • სამუშაო საათები: 10:00 დან 19:00 საათამდე
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას ქ. 4

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში შეკვეთების მიღება/დამუშავება;
  • შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება/დამუშავება/კონტროლი;
  • დისტრიბუტორების მარშრუტების და დროული მიწოდების დაგეგმვა/ გადამოწმება;
  • მომწოდებლებსა და მომხმარებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • ტელეფონის ზარებზე პასუხი/რეაგირება;
  • პროგრამულ უზრუნველყოფაში მონაცემების დამუშავება (პროდუქციის დასახელების დამატება, რაოდენობრივი კონტროლი, ფასმაჩვენებლების ცვლილება/კონტროლი).

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: office@officeline.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!