Front Office Supervisor

ყვარელი სრული განაკვეთი სასტუმრო ყვარელი პალასი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
სასტუმრო „ყვარლის ტბა“ აცხადებს ვაკანსიას Front Office Supervisor - ის პოზიციაზე. 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სტუმრებისთვის დროული და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა; 
  • ყოველდღიური ცვლის კოორდინირება და სამუშაო პროცესების ზედამხედველობა; 
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; 
  • ფულადი ოპერაციების შემოწმება და კონტროლი; 
  • ყოველდღიური რეპორტინგი; 
  • რეზერვაციების მიღება; 
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის კომპეტენციასთან; 
  • სტუმრებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; 
  • ოთახების სტატუსის და სათანადო მდგომარეობის კონტროლი. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ფრონტ ოფისში სუპერვაიზერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. 
  •  რუსული და ინგლისური ენების ცოდნა. 
  • პროგრამა Fidelio - ში მუშაობის გამოცდილება; 

უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • გუნდის მართვის უნარი; 
  • შრომისმოყვარე; 
  • ორგანიზებული; 
  • სხარტი. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 
 
 
გისურვებთ წარმატებას!