მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ 7 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს შერეული სახის პროდუქციას, როგორც საკვებს, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილს და ა.შ .
დღეისათვის კომპანია ფლობს 5 ფილიალს თბილისსა და რუსთავში.
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
გვესაჭიროება:
- პასუხისმგებლიანი,
- გონიერი,
- სწრაფი,
- ენერგიული
- გაწონასწორებული გუნდის წევრი
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება-განლაგება საწყობში კატეგორიის მიხედვით;
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის გატანა-განლაგება.
- სექციასა და საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
- პროდუქციის ვადის კონტროლი
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
- პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
- მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
- კომუნიკაბელური და მოტივირებული;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინარული;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე.
- სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
სამუშაო გრაფიკი: 2+2
სამუშაო საათები: 10+1
ანაზღაურება: 750ლ
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: fixprice.office.hr@gmail.com