კომპანია "გრინლაინი" 2016 წელს დაარსდა კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მობილური ტელეფონების-აუდიო, ვიდეო, ტელევიზორების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაცია საბითუმო ბაზარზე და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების დისტრიბუცია, ფლობს რამოდენიმე საკუთარ ბრენდს ასევე ონლაინ მაღაზიას.
კომპანია "GREENLINE LLC " ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს “კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის“ პოზიციაზე.
კომპანია "GREENLINE LLC " ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს “კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის“ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აგლაძის ქ. 15 სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი მეგალაინი • Megaline
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება
ანაზღაურება: პირველი 6 თვის განმავლობაში 1600 ლარი (გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე) და შემდგომ 2000 ლარი + ბონუსიანად საშუალოდ 3200 -3800 ლარი
ანაზღაურება: პირველი 6 თვის განმავლობაში 1600 ლარი (გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე) და შემდგომ 2000 ლარი + ბონუსიანად საშუალოდ 3200 -3800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
- ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვა და არსებულ კლიენტებთან შეხვედრების წარმოება;
- კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა პოტენციური კლიენტებისთვის. (კომპანიის პრეზენტაცია);
- ხანგრძლივი და წარმატებული ურთიერთობის დამყარება/განვითარება კლიენტებთან;
- სახელმწიფოს სტრუქტურებთან ურთიერთობის წარმოება;
- კორპორატიულ კლიენტებთან მუდმივი ურთიერთობა, პრომო და სხვა შეთავაზებების გაგზავნა;
- შეკვეთების მიღება-დამუშავება-შეთავაზება. საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური საკითხების შესაბამის თანმშრომლებთან კვალიფიციურად გადამისამართება;
- გაყიდვების ხარისხის კონტროლი;
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისურის და რუსულის ცოდნა;
- გამოცდილება ბიზნეს სფეროში კლიენტებთან და/ან საზოგადოებასთან ურთიერთობაში;
- შეხვედრების მოწყობის და პრეზენტაციის ჩატარების გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- უმაღლესი განათლება;
- მარკეტინგის სფეროს ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
- გასაუბრებაზე უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რომელთაც აქვთ აქნიშნულ სფეროში გამოცდილება და კომპიუტერული ტექნიკის კარგი ცოდნა, ასევე, ამ სფეროში გააჩნიათ შესაბამისი სერთიფიკატები.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- პრეზენტაციის წარდგენისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე hr@greenline.ge გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება: ,,კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი" დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.