მაღაზიათა ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება 900 ლარი (ხელზე ასაღები+ბონუსი).
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი; დასვენება კვირაში 1 დღე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმალური ცოდნა;
- MS Word/MS Excel - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
- დარბაზში პროდუქციის განლაგებისა და ვადების კონტროლი;
- ფასების ცვლილებების შემთხვევაში ახალი ფასმაჩვენებლების დაბეჭდვა და განთავსება;
- პროდუქციის მიღება მომწოდებლებისგან,მითვლა;
- პროდუქციის აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა;
- ინკასაციის ჩატარება და სეიფში არსებული ხურდა ფულის კონტროლი;
- წესრიგისა და სისუფთავის დაცვის კონტროლი;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- კომუნიკაბელურობა;
- სისხარტე;
- თავაზიანობა;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge,საგნის ველში (‘’subject’’) მიუთითოთ პოზიცია,რომელზეც აგზავნით განაცხადს,წინააღმდეგ შემთხვევაში,თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!