„ახალი ნათება“ არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 23 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.
დღეისათვის კომპანიას ყავს 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 18 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.newlight.ge
კომპანია ,, ახალი ნათება’’ აცხადებს ვაკანსიას ავეჯის გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ანაზღაურება 900-1200 ლარის ფარგლებში, (ძირითადი ხელფასისა და ბონუსის გათვალისწინებით).
ავეჯში მუშაობის გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს ექნებათ პირველი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება 600 ლარის ოდენობით.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინტი“
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (ცვლები 10:00-19:00 სთ ან 15:00-22:00 სთ)
სხვა პირობები: დასაქმებული უზრუნველყოფილი იქნება კერძო დაზღვევის პოლისით.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტის ეფექტური, თავაზიანი მომსახურება;
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური მომსახურება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
- იზრუნოს მაღაზიაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე
სასურველი უნარ–ჩვევები:
- მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი
- კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით
- პუნქტუალური და დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის გრძნობით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: hr@newlight.ge არაუგვიანეს 2023 წლის 05 თებერვლისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ,, sales ".