გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Cenomi Retail
მივლინება: არა ხელფასი: 650 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. 
Cenomi Retail 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ  შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius,  Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Sergent Major, Monsoon,  Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.

Cenomi Retail აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:გაყიდვების კონსულტანტი სრულ ან ნახევარ განაკვეთზე.

სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი: 
  • სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი ( 2 დღე დასვენება)
  • ანაზღაურება: 900 ლარი დარიცხული (ხელფასი+ ყოველთვიური ბონუსი)

ნახევარი განაკვეთი: 
  • სამუშაო საათები: კვირაში მინიმუმ 20 საათი 
  • ანაზღაურება:  650 ლარი დარიცხული (ხელფასი+ ყოველთვიური ბონუსი)
           
  განსახორციელებელი  საქმიანობა:
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
  • კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
  • პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
  • მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელური და აქტიური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • კორპორატიულ დაზღვევას
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება თქვენთვის სასურველი პოზიციის მიხედვით: გაყიდვების კონსულტანტი სრულ განაკვეთზე ან გაყიდვების კონსულტანტი ნახევარ განაკვეთზე. ასევე სასურველი ლოკაცია (სითი მოლი საბურთალოზე, თბილისი მოლი, ისთ ფოინთი ან მერანი მოლი).