"Caucas Transport Solutions - CTS" არის გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის წარმომადგენელი საქართელოში, ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან და აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს.
"Caucas Transport Solutions - CTS " ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო ,საჰაერო გადაზიდვებს და ლოჯისტიკურ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებებით.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ვებ გვერდზე: www.ctsco.ge
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "Caucas Transport Solutions - CTS " აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:
- მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;
- პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება;
- შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
- პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში ჩართულობა და დროული რეაგირება;
- გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (ლოჯისტიკურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
- სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
სამუშაოგრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა , გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Jobs@ctsco.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV. შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს.