კომპანია ,,ფეიბოქსი“ მთელი საქართველოს მასშტაბით აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
თუ გსურს იყო მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, გეძლევა შესაძლებლობა დასაქმდე ჩვენს კომპანიაში, საცხოვრებელი ადგილის შესაბამის რეგიონში.
რეგიონები: სვანეთი, სამეგრელო, კახეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, აჭარა, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი.
შიდა ქართლი: ხაშური, ქარელი, კასპი, გორი ,
ქვემო ქართლი: ბოლნისი, გარდაბანი, მარნეული, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო
პოზიციის მიზანი: სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ტექნიკური მომსახურება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ქსელში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ტექნიკური გამართულობა.
- ვინდოუსის გადაწერა.
- მოწყობილობის დიაგნოსტიკა.
- საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობის გადაადგილება ან ამოცვლა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება.
- ვინდოუსის კარგ დონეზე ცოდნა.
- ავტომობილის ფლობა.
- მართვის მოწმობა - B კატეგორია.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
ოპერატიულად მუშაობის უნარი.
დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაოს ორგანიზება.
სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
- იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
- განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
- გრაფიკი - არასრული, გამოძახებით.
- ანაზღაურება 30 ლარი თითო ლოკაცია+საწვავი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი რეგიონი, რომელში სამუშაოდაც აგზავნით ვაკანსიას, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს !