სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „დაცვის თანამშრომლის“ პოზიციაზე თელავში.
სამუშაოს აღწერა:
- მეთვალყურეობა გაუწიოს, გააკონტროლოს და დაიცვას შპს-ს ბალანსზე რიცხული როგორც უძრავი ქონება (ეზო, ღობე, შენობა, ნარგავები), ასევე მატერიალური ფასეულობები დაკარგვის, დაზიანებისა და უდიერად მოპყრობისგან;
- აღრიცხოს და კონტროლი გაუწიოს ტერიტორიაზე უცხო პირთა მოძრაობას;
- საეჭვო ვითარების, ან პიროვნების შემჩნევისას არ დაუშვას მათი ყოფნა შპს-ს ტერიტორიაზე, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს ხელმძღვანელობას;
- დაიცვას გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები;
- შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები;
ძირითადი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
სასურველი უნარ-ჩვევები:
- თავაზიანი;
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი - 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი ცვლა;
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2023 წლის 22 თებერვალი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „დაცვის თანამშრომელი თელავი”.