მერჩენდაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი T&R DISTRIBUTION
მივლინება: არა ხელფასი: 1200
მართვის მოწმობა: B
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
T&R DISTRIBUTION აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ტერიტორიაზე პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ბრენდებისა და სახეობების მიხედვით; 
  • გაყიდვების გეგმების შესრულება შესაბამის ტერიტორიაზე; 
  • პროდუქციის განსათავსებელი მოწყობილობების ობიექტებში განთავსება; 
  • პროდუქციის განლაგება და მისი შენარჩუნება/გაფართოება სავაჭრო ობიექტებში; 
  • შესრულებული საქმის დროული ანგარიშის წარდგენა შესაბამის დეპარტამენტებთან; 
  • აქტიური მონაწილეობა და შესრულება ტერიტორიაზე ახალი მიმართულებებისა და დაფარვის სიხშირის განახლებასთან დაკავშირებით; 
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება კლიენტებთან; 
  • სრული განახლებული ინფორმაციის მოპოვება ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით; 
 
მოთხოვნები: 
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება; 
  • B კატეგორიის  მართვის მოწმობა. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • დისციპლინირებულობა, პუნქტუალობა. 
 
პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, დასვენების დღე კვირა 
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, ჭირნახულის ქ., N2 
  • ანაზღაურება 1200 ლ (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევის სრულად დაფინანსებას; 
  • საპენსიო შენატანის დაფინანსებას; 
  • სტაბილურ სამსახურს და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; 
  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს; 
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge   2023  წლის 24 თებერვლამდე.  
გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მერჩენდაიზერი 
 
CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის. 
T&R DISTRIBUTION მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!