სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „ლოკაციის დაცვისა და უსაფრთხოების მენეჯერის“ პოზიციაზე ქ. თელავში;
ძირითადო ფუნქცია-მოვალეობები:
- თანამშრომელთა მხრიდან დისციპლინარული, გარემოს, შრომისა და სახანძროუსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
- დარღვევების გამოვლენის სქემის დამუშავება, მათი წინასწარ ეტაპზე დაფიქსირების მიზნით;
- რისკ-ფაქტორების გამოვლენის მიზნით თანამშრომელთა შორის მომეტებული რისკის მატარებელი ჯგუფების განსაზღვრა და ხელმძღვანელის ინფორმირება;
- შესაძლო საფრთხეების სრულად და დროულად იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
- კონფიდენციალური ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის დაფიქსირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- ვიზიტორებთან დაკავშირებული პრობლემების და სადავო საკითხების განხილვა-დარეგულირება;
- დაცვის თანამშრომლების კონტროლი;სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა საკითხებში (პოტენციურ საფრთხეებსა და სხვა საკითხებზე);
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
სასურველი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- მოწესრიგებული;
- პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება - შეთანხმებით;
- სამუშაო გრაფიკი - სრული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2023 წლის 23 თებერვალი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „ლოკაციის დაცვისა და უსაფრთხოების მენეჯერი თელავში“.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.