Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.
Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.
Nexia TA აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- პროგრამაში ოპერაციების ასახვა;
- ზედნადებების ატვირთვა;
- აქტიური ზედნადებების დასრულება;
- საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
- ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ACCA და საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი;
- აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- სისწრაფე და ოპერატიულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - „ბუღალტერი“.