შპს კონსიერჟ ფროფერთი, სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექს "White Sails"-ში აცხადებს ვაკანსიას, სასტუმროს მიღება-განთავსების დეპარტამენტში ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბათუმი,ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა,№5 (ახალი ბულვარი)
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და კომპლექსში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- კომპლექსის მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება;
- სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
- სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა (სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე პროგრამების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვის,დროის მართვის და ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პრიორიტეტების დასახვის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: temo@wsr.ge წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 595853212