თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით:
პროფესორი -1;
ასოცირებული პროფესორი - 1.
კერძო სამართლის მიმართულებით:
პროფესორი -1;
ასოცირებული პროფესორი - 1.
სისხლის სამართლის მიმართულებით:
პროფესორი -1;
ასოცირებული პროფესორი - 1.
ძირითადი და დამატებითი მოთხოვნები:
- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- გამოცდილება: სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
- უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
- დამატებითი მოთხოვნები: უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- გამოცდილება: სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
- უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
- დამატებითი მოთხოვნები: უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
- პროფესორის თანამდებობაზე არჩევა ხდება 4 წლის ვადით.
- კომისია წარმოდგენილ დოკუმენტაციას აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით, კონკურსანტის კვალიფიკაციის შესაბამისობას მის მიერ არჩეულ მიმართულებასთან.
- კონკურსანტის კვალიფიკაციის შესაბამისობა მის მიერ არჩეულ მიმართულებასთან;
- სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და სტაჟი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სტატიები) რაოდენობა, შესრულების დონე ან/და დამსახურებული შეფასებები, რეცენზირება, რედაქტორობა, საავტორო გამოგონებები;
- სამეცნიერო კონფერენციებში, საგრანტო პროგრამებსა და საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობა;
- საერთაშორისო სამეცნიერო წოდებები;
- საკონკურსოდ წარმოდგენილი სასწავლო კურსის სილაბუსი;
- უცხო ენის ცოდნის დონე;
- კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის დონე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
- კონკურსანტის CV;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
- სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);
- შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით მის მიერ არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი (სილაბუსები);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- 2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე, ელექტრონულად CD დისკზე;
- ბოლო პუბლიკაციის, ნაშრომის, წიგნის, მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;
- სხვა ინფორმაცია.
კონკურსის ჩატარების ვადა:
კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 25 იანვარი;
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 27 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით;
კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) - 2023 წლის 14 მარტი;
კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) - 2023 წლის 16 მარტი (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე);
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2023 წლის 22 მარტი..
საკონტაქტო რეკვიზიტები:
ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: +995 2 36 91 60