IB PYP ინდივიდუალური ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი სკოლა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
მეცნიერება/განათლება: სკოლის მასწავლებელი
სკოლა აცხადებს ვაკანსიას IB PYP ინდივიდუალური ასისტენტის (საერთაშორის პროგრამის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ასისტენტი) პოზიციაზე

თანამდებობის მიზანი:  სსსმ მოსწავლის დახმარება ქცევის მართვასა და საკლასო აქტივობებში ჩართვაში

ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაკვეთილებზე დასწრება და მოსწავლისათვის მხარდაჭერის აღმოჩენა 
  • საჭიროების შემთხვევაში საგაკვეთილო პროცესში  ჯგუფური სამუშაოების დროს მოსწავლისათვის დახმარების აღმოჩენა;
  • მოსწავლის საკლასო ოთახებში ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფა;
  • მოსწავლის სასადილოში ჩაყვანის ორგანიზება და მეთვალყურეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში მოსწავლისათვის  სამოსის გამოცვლასა და შენახვაში დახმარების აღმოჩენა;
  • ექსკურსიებისა და სხვა კლასგარეშე აქტივობების დროს მოსწავლის მეთვალყურეობა და  უსაფრთხოებაზე ზრუნვა; 
  • მოსწავლის საბუთების მოწესრიგება-კონტროლი;
  • კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა;

მოთხოვნები პოზიციის მიმართ:
  • ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • უპირატესობად ჩაითვლება ქცევის მართვის და ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულებით ცოდნა/გამოცდილება.  

სამუშაო გრაფიკი: 09:00-15:00 საათი

მომსახურების გაწევის პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • აკურატულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კეთილგანწყობილობა;
  • ყურადღებიანობა;
  • დაკვირვებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  tasokvrivishvili@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ „ინდივიდუალური ასისტენტი“

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.