ფინანსური კონტროლიორი

თბილისი სრული განაკვეთი Domino DIY Hypermarket
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური კონტროლერი
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიის ფინანსური ფუნქციების მართვა (40 თანამშრომლამდე არაპირდაპირ დაქვემდებარებაში);
  • უზრუნველყოს გუნდის უწყვეტი დატრენინგების და ქოუჩინგის პროცესი;
  • მოახდინოს დავალების სწორად დელეგირება და შესრულება;
  • ფინანსური დოკუმენტაციის სწორი კოორდინაცია სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის;
  • წარმართოს კომპანიაში დადგენილი ყოველდღიური ფინანსური პროცედურები;
  • მიიღოს მონაწილეობა წლიური ბიუჯეტის შედგენაში;
  • კომპანიის ცენტრალური ფინანსური გუნდის მიერ მომზადებული ყოველთვიური ანგარიშგების გადახედვა და უკუკავშირი;
  • მაღაზიის ბიუჯეტის კონტროლი;
  • მაღაზიის მუშაობასთან დაკავშირებული ანალიტიკური მიმოხილვების მომზადება;
  • ფინანსური პროგნოზის მომზადება;
  • მაღაზიის ინვენტარის დათვლის ორგანიზება და პროცესის მართვა;
  • უზრუნველყოს კომპანიის პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობა;
  • საჭიროების შემთხვევაში გადახედოს და შესთავაზოს ცვლილებები არსებულ პროცედურებში;
  • ითანამშრომლოს კომპანიის გარე აუდიტორებთან, საგადასახადო კონსულტანტებთან/აუდიტორებთან მაღაზიის ფინანსური საკითხების შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, საფინანსო-საგადასახადო ან ეკონომიკის კუთხით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება როგორიცაა ფინანსური სპეციალისტი/ფინანსური მენეჯერი/უფროსი ბუღალტერი/აუდიტორი (სასურველია საერთაშორისო კომპანიაში ან საცალო ვაჭრობის სფეროში)
  • მოქმედი სამუშაო ჩარჩოების მაღალ დონეზე ცოდნა, როგორიცაა საერთაშორისო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები; საქართველოს საგადასახახო კოდექსი;
  • მაღალ დონეზე ცოდნა საოფისე პროგრამების MS Office  (Excel, Word, Powerpoint, Outlook);
  • უცხო ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური

უნარები და კომპეტენციები:
  • ხარისხზე, სიზუსტეზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამოკვეთილი პროფესიონალიზმი, სანდოობა და გუნდურობა;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი როგორც ვერბალური ასევე წერილობით ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებეზე;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება, სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • მუდმივ განვითარებაზე და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულობა;

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციდან გამომდინარე
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო)
  • კვება;
  • Fitpass;

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge  

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!