სასტუმრო "მუხრანთუბანი " აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე. სასტუმრო გახლავთ 30 ნომრიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში (კოლმეურნეობაზე კონკასთან).
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება
ხელფასი: თვეში 800 ლარი (გადასახადების გარეშე, ანუ ხელზე ასაღები)
პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:
- სასტუმროს ნომრების დალაგება-დასუფთავება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად
- თეთრეულისა და პირსახოცების გამოცვლა და აღრიცხვა
- აბაზანის დასუფთავება
- აბაზანაში ინვენტარის დალაგება-აღრიცხვა
- დამლაგებლისთვის საჭირო ინვენტარის/ოთახის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
- ცვლებში, მათ შორის ღამის ცვლაში, მუშაობის შესაძლებლობა
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარები:
- მოწესრიგებული
- დეტალებზე ორიენტირებული
- სხარტი
- ორგანიზებული
- პასუხისმგებლობიანი
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე jikidzes@gmail.com გთხოვთ, მიუთითოთ საგნის ხაზში პოზიციის დასახელება
გისურვებთ წარმატებებს!