შემდუღებელი-ლიტვაში

საზღვარგარეთ სრული განაკვეთი კავკასიონი ტური პლუს
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: მეტალი/შედუღება
კომპანია „Work Kavkasia“, რომელიც წარმოადგენს დამსაქმებელი კომპანიის „Mabrocona UAB“-ის წარმომადგენლობას საქართველოში, ლეგალურად სამუშაოდ იწვევს შემდუღებლებს ლიტვაში კომპანია “Mabrocona UAB“-ში. 
საწარმო „Mabrocona“-ს აქვს საკუთარი ფილიალები ევროპის პორტებში და ემსახურება როგორც მცირე, ისე დიდ პროექტებს შვედეთში, ბელგიაში, გერმანიაში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, ლატვიაში, ესტონეთში, დანიასა და განაში. 

 ვაკანსია და ანაზღაურება:
  • შემდუღებელი (შედუღების მეთოდი - 135/136/138) სასურველია გემთმშენებლობის გამოცდილება:
  • ლიტვაში საწარმოს ბაზაზე - 1700 ევროდან თვეში (კვალიფიკაციის მიხედვით).
  • მივლინება - 2400 ევრო/თვეში.
  • ინგლისური ენის ცოდნის შემთხვევაში - ხელფასზე დანამატი  0,5 -1 ევრო/სთ.     

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
  • მზადყოფნა გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. კომპანია დაინტერესებულია თანამშრომლებით, რომლებსაც აქვთ კომპანიაში მუშაობის გრძელვადიანი გეგმები.
  • გემის შეკეთების/გემთმშენებლობის გამოცდილება აუცილებელია, შედუღება კონტროლის ქვეშ, რენტგენით შედუღება , ულტრაბგერთი შედუღება.
  • სასურველია ლიტვის (ან ევროპის რომელიმე ქვეყნის) ბინადრობის ნებართვა , არ არსებობის შემთხვევაში კომპანია ლიტვაში ბინადრობის ნებართვას თითოეული კანდიდატისთვის ინდივიდუალურად იღებს.
  • VERITAS სერთიფიკატი - სასურველია.
  • ინგლისური ენა აუცილებელი არ არის მაგრამ უპირატესობა მიენიჭება ხელფასის შეთავაზების მომზადებისას.
  • ლიდერობის თვისებები, კარიერული ზრდა შესაძლებელია თუკი უცხოურ პროექტებზე ოსტატად (ბრიგადირი) მუშაობის გამოცდილება არსებობს.
  • სპეციალობით უწყვეტი მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში (და აღნიშნულის შესახებ დამადასტურებელი სერტიფიკატი,  სამუშაო წიგნში ჩანაწერი, ან შრომითი ხელშეკრულება).
  • სპეც. განათლება აღნიშნულ სფეროში-დიპლომი/სერთიფიკატი / კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
  • კარგი ქცევის სერთიფიკატი.
  • სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
  • მზადყოფნა გამოვლენილ იქნას მაღალი პროფესიონალიზმის დონე- ტესტირება.
  • ოფიციალური დასაქმება ლიტვის რესპუბლიკაში (ლიტვის შრომის ბირჟის მეშვეობით, რომელიც იცავს თქვენს უფლებებს)- გაიცემა კომპანიის მიერ.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ქარხანაში ყველა თანამშრომელი მუშაობს დაზღვევით.
  • სამუშაო და შვებულება: ერთ თვიანი შვებულება, ექვსი თვის მუშაობის შემდეგ ანაზღაურებადი შვებულება და უკან დაბრუნება პირველი ცვლის შემდეგ.
  • სამუშაო განრიგი: ექვსი დღე - ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით 07:00 საათიდან 18:00 საათამდე 10-11 სამუშაო საათი. შაბათი - ექვსი სამუშაო საათი, სურვილისამებრ.
  • სამუშაო საათების მინიმალური რაოდენობა თვეში -200/270 საათი.
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა -დამქირავებლის ხარჯზე  ნაქირავებ ბინებში ან სახლებში, 1-3 კაციან ოთახში ცალკე ლოგინებით, ბინა უზრუნველყოფილია თეთრეულით, ჭურჭლით, ინტერნეტით. 
  • ანაზღაურებადი მგზავრობა -საზოგადოებრივი ტრანსპორტით საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და უკან (ბილეთით და ტრანსპორტით უზრუნველყოფა).
  • სპეციალური  ტანსაცმლით და პირადი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
  • ხარჯების ანაზღაურება: საკონსულო მოსაკრებელი, დოკუმენტაციის თარგმნა ლიტვურ (ინგლისურ ენაზე) (საწარმოში მისვლისას გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, ქვითრების და ა.შ. მიწოდების პირობით) და სამედიცინო დაზღვევა.
  • სამუშაოს პირველი სრული თვის შემდეგ კომპანია იხდის თანამშრომლის მგზავრობის ხარჯებს (ფრენა ლიტვაში, გამგზავრება ოფისში, თუკი დამოუკიდებლად გიწევთ გადაადგილება).

კომპანიის მენეჯერთან დასაკავშირებლად საკონტაქტო ტელეფონი :  +995 551 551 040 - ლალი