წარმოების თანამშრომელი/მეღუმელე

თბილისი სრული განაკვეთი მადამდე
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: ხაზის ოპერატორი
შპს "ემსიბი ჯორჯია", "მადამდე"-ს ბრენდის სახელით, წარმოადგენს პურ-ფუნთუშეულის წარმოებას, რომელიც უკვე 21 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. "მადამდე" მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან, უნიკალური გემოს მქონე პროდუქტებს.  დღეს "მადამდე"-ს პროდუქციის შეძენა 800-მდე სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი, როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მაღაზიებში.

"მადამდე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომელი/მეღუმელე-ს პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის რამოდენიმეწლიანი გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის  გრძნობა.
  • თანამშრომლებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:
  • საწარმოო დანადგარებთან მუშაობა;
  • დანადგარების სწორედ ექსპლუატაცია და მოვლა;
  • საწარმოში დანერგილი შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების მკაცრი დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია:
  • გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
  • სამუშაო გრაფიკი: 5 სრული სამუშაო დღე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@madamde.ge
გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "წარმოების თანამშრომელი/მეღუმელე".