დამხმარე მზარეული

თბილისი სეზონური/დროებითი Gino Paradise
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეულის თანაშემწე
„Gino Paradise” მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც  აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს.
“Gino Paradise” 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.

„Gino Paradise” ზაფხულის სეზონისთვის აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დამხმარე მზარეული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ნედლეულის/ინგრედიენტების წინასწარ გამზადებაში დახმარება
  • სტანდარტების მიხედვით კერძების მომზადებაში დახმარება
  • სამზარეულოში წესრიგისა და სანიტარული ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია პროფესიული განათლება
  • სასურველია სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება

საჭირო პიროვნული უნარები:
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  •  კონკურენტულ ანაზღაურებას
  • დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება !
გისურვებთ წარმატებას!