მცხობელი

თბილისი სეზონური/დროებითი Gino Paradise
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მცხობელი

„Gino Paradise” მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც  აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს. 

“Gino Paradise” 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია. 


„Gino Paradise” ზაფხულის სეზონისთვის აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მცხობელი


სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამზარეულოში წესრიგისა და სანიტარული ნორმების დაცვა
  • ნედლეულის/ინგრედიენტების წინასწარ გამზადება
  • ცხობის ტექნოლოგიის ცოდნა;
  • ცხობის სრული პროცესის მართვა;
  • მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • რეცეპტურის სიზუსტით დაცვა;
  • სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
  • ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამისი პროფესიული განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება


საჭირო პიროვნული უნარები:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარი


დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს: 

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);


თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge  

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება !


გისურვებთ წარმატებას!