„მოზაიკ დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო მასალების ბაზრის მოკვლევა;
- მოთხოვნის საფუძველზე საჭირო სამშენებლო მასალების მოძიება, მასალის ხარისხის, ფასის და მოწოდების პირობების შეთანხმება მომწოდებელთან.
- საჭიროების შემთხვევაში უცხოური კომპანიების მოძიება, მოლაპარაკება და იმპორტის განხორციელება;
- საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მომსახურების შესყიდვის ორგანიზება;
- საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი;
- ყოველკვირეული რეპორტის წარდგენა ხელმძღვანელისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ანაზღაურება : 1500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქუჩა
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy.mosaic@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: შესყიდვების მენეჯერი