კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
კომპანია OneSoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების (ცნობილია, როგორც ERP სისტემები) პროვაიდერს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი, 1C-ის უახლესი პროგრამული გადაწყვეტების ხელმისაწვდომობის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.onesoft.ge
ფუნქცია-მოვალეობები:
- სერვერების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება (ფიზიკური აწყობა, ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, საწყისი კონფიგურაციის გამართვა, საწყისი ტესტირება, ხარვეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის გზების დადგენა);
- კომპანიის კომპიუტერული ქსელის, ტექნიკის, სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟი, გამართვა, კონფიგურირება, ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
- IT ინფრასტრუქტურის სერვერული სისტემის გამართულობის/ხელმისაწვდომობის მონიტორინგი;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური სამუშაოები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები
- Windows Server-ებთან მუშაობის გამოცდილება
- MSsql-ის საბაზისო ცოდნა
- Esxi-თან მუშაობის გამოცდილება
- ვებ-სერვისების ცოდნა
- სერვერული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი
- მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ინგლისური/რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
- შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის, ანალიზის და დროის მართვის უნარი
- ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
- მიზანმიმართულობა, შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა
სამუშაო პირობები
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, აქსისის ბიზნეს ცენტრი (ჰიბრიდული - ოფისში და დისტანციურად)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე - CV ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სისტემური ადმინისტრატორი
გისურვებთ წარმატებას!