შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით:
- წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
- არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
- გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში.
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!
შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 800-1000 ხელზე ასაღები
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე შესყიდვების სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვსა და ორგანიზებაში ჩართულობა;
- ბაზრის კვლევის პროცესში, მომწოდებლის, პროდუქციის, მომსახურების ფასის და მოლაპარაკებები ცერთულობა;
- მომწოდებლებთან ვერბალური და წერილობითი ყოველდღიური კომუნიკაცია;
- შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისათვის;
- მომწოდებლების ბაზრის კვლევა და ალტერნატიული შემოთავაზებების მოძიება;
- შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის/საბუთების წარმოება და პროგრამული ასახვა;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის წარმოება;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- უცხო ენის ცოდნა (B2 დონე);
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად მართვა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პუნქტუალურობა.
ჩვენ გავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას;
- პროფესიული და პოზიციური ზრდას;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- FitPass.
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
- გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ,, შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი”