ვიდეო გრაფიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ნიკორა ტრეიდი
ხელოვნება/მედია: ვიდეომემონტაჟე
სს “ნიკორა ტრეიდი“ უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს  ორი  წამყვანი ბრენდის - „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ 500-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.
„ნიკორა ტრეიდი“ ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.
თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას ვიდეო გრაფიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • გრაფიკული ვიდეო კონტენტის შექმნა;
  • სოციალური მედიის ახალი ტრენდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება; 
  • პროექტებისა და სოციალური ქსელებისათვის ვიდეო კონცეფციის შემუშავება;
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტში აქტიური ჩართულობა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • Adobe After Effects, Premiere Pro პროგრამების ცოდნა;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. 

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კრეატიული აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე -  jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ვიდეო გრაფიკოსი’’.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!