სს “ჯასთ ედვაიზორს” აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
JUST Advisors- ის კლიენტები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. კომპანია ასევე მომსახურებას უწევს საქართველოში დაარსებულ იურიდიულ პირებს სხვა და სხვა სამართლებრივ დარგში.
JUST Advisors დარეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში. კომპანიის პასუხისმგებლობა დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია ალდაგის მიერ.
ჩვენ გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევას
- პროფესიონალური განვითარების შესაძლებლობას
- მეგობრულ კოლექტივს
- სტაბილურ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პრობლემატური კლიენტების ქეისების ანალიზი, სტრატეგიის დაგეგმვა და მენეჯმენტი;
- შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება;
- სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება
- კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო და კომერციულ ორგანიზაციებში;
- საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტაციის (სარჩელის, შესაგებელის, შეგებებული სარჩელის, საჩივრის, წერილების, ბრძანებების და სხვა ტიპის დოკუმენტაციის) მომზადება;
- დავების წარმოება სასამართლო და აღსრულების ეტაპზე
- დავალებებბის შესაბამისად სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურისიული განათლება
- ადვოკატად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა იურიდიული თერმინოლოგიით;
- რუსული ენის ცოდნა (სასურველი).
- გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში.
- გამართული წერითი (სამართლებრივი წერა) და ვერბალური კომუნიკაცია.
- MS Office-ის (MS Word, MS Excel) კარგი ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენება.
- კომუნიკაბელურობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
ანაზღაურება ფიქსირებული ხელფასი (შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით).
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: iana.tsaava@justadvisors.ge