შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი ენერჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
შპს " თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით 
  • მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება. 

დამატებითი მოთხოვნები: 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა 
  • სასურველია სსიპ შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სერტიფიკატი. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • საზოგადოების დანახარჯების შემცირების მიზნით ახალი პოტენციური მიმწოდებლების მოძიება; 
  • შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების და დამატებითი შეთანხმებების პროექტების შემუშავება, მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, აგრეთვე  გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულებაზე კონტროლი; 
  • ფინანსურ გადარიცხვებთან დაკავშირებული საბუთების და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა საზოგადოების ბუღალტერიაში, დადგენილი წესის შესაბამისად; 
  • სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე კორესპონდენციის მომზადება; 
  • შემოსული კორესპონდენციის, გადარიცხვების და ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება; 
  • კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების პროექტების,  წერილების, სამსახურებრივი ბარათების, მოხსენებების და სხვა მასალების მომზადება; 
  • ფასთა კოტირების საშუალებით შესყიდვის პროცედურების განხორციელება. 
 
კომპიუტერული უნარ-ჩვევები: 
  •  საოფისე პროგრამები; 
 
კონკურსში მონაწილეობისათვის  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: 
  •  რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);  

ჩვენ  გთავაზობთ: 
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას; 
  • მეგობრულ გარემოს; 
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას; 

 სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი,  09:00-18:00 საათამდე. 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ა.მიცკევიჩის ქ18ა, კომპანიის ადმინისტრაციული შენობა; 
ანაზღაურება შეთანხმებით 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.gevacancies@te.ge   ( ელ - ფოსტის "subject" ველში  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება); 
რეზიუმეს  მიღების  ბოლო ვადა:  2023 წლის 6 აპრილი; 
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/  ან ჩვენი ოფიციალური  ვებ-გვერდით   https://www.te.ge 
გისურვებთ წარმატებებს!