ინტერნეტ მაღაზიის განყოფილების ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი Domino DIY Hypermarket
ხელფასი: 2000 - 2500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: ფილიალების ქსელი

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ მაღაზიის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ინტერნეტ მაღაზიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
  • კონკურენტი კომპანიების ანალიზი, ახალი წინადადებების წარდგენა მარკეტინგული სტრატეგიის შესაცვლელად;
  • ტექნიკურ ჯგუფთან ურთიერთობა, ახალი ფუნქციების მუდმივად შესწავლა, მოთხოვნა-დანერგვის ციკლის სრული კონტროლი;
  • მომხმარებლის ქცევის ანალიზი Google Analytics-ის გამოყენებით;
  • პარტნიორ მიწოდების სერვისებთან თანამშრომლობის და პირობების ხარისხის გაუმჯობესება;
  • პარტნიორი ინტერნეტ მაღაზიებთან B2B ურთიერთობის სრული ციკლის მართვა;
  • შედეგების ანალიზი და ანგარიშის მომზადება Excel, PowerPoint ფორმატებში როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე მომწოდებლებისთვის;
  • განყოფილების ბიზნეს პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და სიახლეების შეტანა.

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ელ. კომერციის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
  • სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1C ჩაითვლება უპირატესობად);
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;


პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებული.


პირობები:

  • გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
  • ანაზღაურება: 2 000-2 500 + ბონუსი (კვალიფიკაციის მიხედვით)
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • კვება;
  • FitPass.

 

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ  გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge   
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ 
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში. 
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 
გისურვებთ წარმატებებს!