მაღაზიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ფიქს პრაისი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“  7 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს შერეული სახის პროდუქციას, როგორც საკვებს, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილს და ა.შ .  
დღეისათვის კომპანია  ფლობს 5 ფილიალს თბილისსა და რუსთავში.   
 
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ ახალი ფილიალების გახსნასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. 
გვესაჭიროება: პასუხისმგებლიანი, გონიერი, სწრაფი, ენერგიული და გაწონასწორებული გუნდის წევრი. 

ფუნქცია მოვალეობები: 
  •  მაღაზიის მუშაობის ოპერატიული ხელმძღვანელობა; 
  • მაღაზიის მუშაობის და მისი შედეგების გაანალიზება; 
  • მაღაზიის მუშაობის ორგანიზება, ბრძანებების, დამტკიცებული სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ინსტრუქციების შესაბამისად; 
  • მაღაზიის  ტექნიკური დოკუმენტაციის და ნებართვების არსებობის უზრუნველყოფა; 
  • მაღაზიის მუშაობის კონტროლი-დამტკიცებული გეგმების და გრაფიკების განხორციელება; 
  • მაღაზიის ბიუჯეტების გეგმიური მაჩვენებლების  და გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა 
  • მაღაზიის გეგმიური და არაგეგმური ინვენტარიზაციის, შემოწმების და საკონტროლო გადაანგარიშების ჩატარებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა; 
  • გუნდური მუშაობის ყოველდღიური დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი; 
  • ფულადი სახსრების უწყვეტი მიღება, გაცემა, აღრიცხვა სალარო ოპერაციების განხორციელებისთვის დადგენილი წესების მკაცრი დაცვით; 
  • სახსრების მიღების, აღრიცხვის, გაცემისა და შენახვის ოპერაციების შესრულება; 
  • მაღაზიის სასაქონლო მარაგების მართვა; 
  • საქონლის შეკვეთების ფორმირება; 
  • საქონლის შეკვეთა და საქონლის მოძრაობის აღრიცხვის პროგრამაში ასახვა; 
  • გაყიდვების ანალიზი; 
  • საქონლის მიღება რაოდენობრივად და ხარისხობრივად სკანერისა და 1C პროგრამის გამოყენებით; 
  • სავაჭრო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის განლაგები პლანოგრამის, ხარისხის და ვადის გასვლის თარიღის კონტროლი; 
  • თანამშრომლების მიერ შრომის შინაგანაწესის, შრომის დაცვის ინსტრუქციის წესების დაცვის კონტროლი; 
  • ელექტრონული ტაბელის წარმოება; 
  • მაღაზიის საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა; 
  • მაკონტროლებელი და ინსპექტირების ორგანოების ყველა მოთხოვის შესრულება, მათი მოთხოვნების შესაბამისად შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენა; 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • სწორად და გამართულად მეტყველების უნარი; 
  • კომუნიკაბელური და მოტივირებული; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დისციპლინირებული და პუნქტუალური; 
  • რუსული ენის გამართულად ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • მაღალი მოტივაცია და ინტერესი წარმატების მისაღწევად. 
 
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ფიქს პრაისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.  
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: fixprice.office.hr@gmail.com 
 
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!