დავალიანების დამუშავების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ალგანი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
საბანკო: პრობლემური სესხების ოფიცერი

დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას დავალიანების დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი ვალდებულებები: 

  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი - პრობლემური კლიენტზე ინფორმაციის მომზადება და  ანგარიშის მიწოდება უშუალო ხელმღავნელისათვის;
  • დავალიანების მქონე კლიენტებთან  ყოველდღიური ვიზიტი (ობიექტებიდან მომსახურების თანხის დროული ამოღება);
  • დავალიანების დაფარვის მიზნით პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • დავალიანების მქონე კლიენტების  პორტფელის ანალიზი/დამუშავება;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსები/ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სავალდებულოა პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;  
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი, ეკონომიური ავტომობილი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • კომპანია უზრუნველყოფს: კორპორატიული ნომრით და საწვავით
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 სთ
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ  გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.