დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ფუნქცია–მოვალეობები:
- კომპანიის მიზნებისა და სტრატეგიის შემუშავებასისა და განხორციელების მხარდაჭერა, პროცესების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ოპტიმიზაცია;
- კომპანიის ადმინისტრაციული საქმისწარმოების საქართველოს კანონმდებლობასთან;
- კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვის ზრდისა და გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
- ოფისის გამართული მუშაობისთვის საჭირო სამეურნეო ან/და საკანცელარიო საქონლის დროულად შესყიდვის უზრუნველყოფა;
- კომპანიის შიდა და გარე საკომუნიკაციო პოლიტიკის დაგეგმვა და სწორად წარმართვის ზედამხედველობა, მათ შორის კომპანიის სოციალური მედია პლატფორმებზე განთავსებული ინფორმაციის მონიტორინგი;
- პარტნიორებთან/ კლიენტებთან მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით შესაბამის მიამრთულებებთან მუშაობა, პროცესის მიმდინარეობის შეფასება;
- კომპანიაში არსებული სიახლეების, ღონისძიებების, მარკეტინგული აქტივობების მედიაში სწორი გაშუქება და მუდმივი კონტროლი (მედია მონიტორინგი);
- კომპანიის ორგანიზაციის შიდა დოკუმენტების (მათ შორის შინაგანწესის, ინსტრუქციების, პროცედურების, ეთიკის კოდექსის, შრომითი ხელშეკრულების, HR პოლიტიკის დოკუმენტის) შემუშავება ან/და განახლება, მომზადებული შინაარსის განხორციელების შეფასება;
- ორგანიზაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
- თანამშრომელთა მოზიდვისა და შერჩევისა და ადაპტაციის პროცესის ერთიანი სისტემის შემუშავება და დანერგვა, მიმდინარეობის ანალიზი;
- თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, სწავლების საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- თანამშრომლთა მოტივაციასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა, სამოტივაციო სისტემების დანერგვა და შესრულების მონიტორინგი;
სამუშაო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - მაგისტრის ხარისხი (სასურველია სოციალურ მეცნიერებების მიმართულებით);
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
კომპეტენციები:
- გუნდური მუშაობის უნარ -ჩვევები;
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები:
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- პრეზეტაციის უნარ-ჩვევები.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე არაუგვიანეს 15 აპრილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.